მისაღები გამოცდები 2016-2017 სასწავლო წლისათვის

Posted On 12 Apr 2016
By :
Comment: Off

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით,

საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის საჭირო სასულიერო და სამეცნიერო კადრებისმოსამზადებლად,

გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია

აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2016-2017  სასწავლო წლისათვის.

გელათის აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი შეიძლება გახდეს ეკლესიურად მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს.

საბუთები მიიღება შემდეგ ფაკულტეტებზე და კურსებზე:

  1. გელათის სასულიერო სემინარია – ბაკალავრიატი;
  2. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა – ბაკალავრიატი;
  3. გელათის სასულიერო აკადემია – მაგისტრატურა;
  4. გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული მედავითნეობის კურსები.

 

გელათის სასულიერო სემინარიასა და ქრისტიანული  ხელოვნებათმცოდნეობის
ფაკულტეტებზე- ბაკალავრიატში შემსვლელთათვის

გელათის სასულიერო სემინარიასა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე სწავლის ხანგრძლივობაა 4 წელი.   შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა (ეროვნული გამოცდების შედეგებით);
  2. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი);
  3. საქართველოს ისტორია (ზეპირი);
  4. უცხო ენა (ტესტირება).

შენიშვნა: გელათის სასულიერო სემინარიაში-ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან მხოლოდ მამაკაცები. სავალდებულოა ხუცურის გამართულად კითხვა.

 

გელათის სასულიერო აკადემიაში (ფაკულტეტზე) – მაგისტრატურაში შემსვლელთთვის

გელათის სასულიერო აკადემიაში (ფაკულტეტზე) – მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან უმაღლესი საერო განათლების მქონე და სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მამაკაცები. აბიტურიენტი უნდა ერკვეოდეს ლიტურგიის საკითხებში და გამართულად კითხულობდეს ხუცურს. სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი. შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა (ტესტირება);
  2. წმინდა წერილი (ზეპირი);
  3. საქართველოს ისტორია (ზეპირი);
  4. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი);
  5. უცხო ენა (გასაუბრება).
გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ფუნქციონირებს ერთწლიანი მედავითნეობის კურსი.

მედავითნეობის კურსზე მიიღებინ საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე პირები. სავალდებულოა ხუცურის გამართულად კითხვა. ჩარიცხვა მოხდება გასაუბრებით. სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი.    

აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. განცხადება რექტორის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია;
  3. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის: ბაკალავრიატისთვის – ატესტატის, ხოლო მაგისტრატურისთვის  დიპლომის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  4. სამხედრო  აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  5. ფოტოსურათი ¾ (4 ცალი) ელექტრონული ვერსიით (CD);
  6. მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია (მოძღვრის მსახურების ადგილისა და ტელეფონის მითითებით), დამოწმებული შესაბამისი ეკლესიის ბეჭდით.
  7. პირადობის მოწმობის დედანი და ქსეროასლი.

  შენიშვნა: აკადემიასა და სემინარიაში შემსვლელთათვის მოძღვრის  დახასიათება-რეკომენდაცია დამოწმებული უნდა იყოს მღვდელმთავრის რეზოლუციით;   საბუთები მიიღება 2016 წლის 10 მაისიდან  22 ივნისამდე, სამუშაო დღეებში – 10 .00 – დან   15. 00 საათამდე, გარდა სადღესასწაულო და დასვენების დღეებისა.   აბიტურიენტებთან გამოცდებამდე საინფორმაციო ხასიათის გასაუბრება შედგება 25 ივნისს  10.00 საათზე.   დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მისაღები გამოცდების საბუთების მიმღებ კომისიას.

აბიტურიენტების საყურადღებოდ!

წელს აბიტურიენტების საგამოცდო ბარათები და მისი მიღების წესი იცვლება   აბიტურიენტების საგამოცდო ბარათები ფორმას იცვლის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, საგამოცდო ბარათები A4 ფორმატის იქნება და მისი ამობეჭდვა ნებისმიერ აბიტურიენტს  ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლება.  ბარათის ამობეჭდვა აბიტურიენტს შეეძლება თავისი პირადი გვერდიდან, რომელიც მას რეგისტრაციის გავლის შემდეგ ენიჭება. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს ივნისის თვიდან შეეძლებათ, მას შემდეგ, რაც მათი ცენტრებში სექტორების მიხედვით გადანაწილება დასრულდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც არა აქვთ წვდომა კომპიუტერთან შეუძლიათ მოგვმართონ დახმარებისთვის.

მიმღები კომისია

იხილე მისაღები გამოცდების პროგრამა