„ენაჲ შემკული და კურთხეული“

Posted On 15 Apr 2016
By :
Comment: Off

ოთხშაბათს, 13 აპრილს, 14 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ლექტორების, მაგისტრანტებისა და ბაკალავრების მონაწილეობით.

 

პროგრამა:

  1. „უქმსიტყვაობა – საცდურიკაცთა“ – ლექტორიქ. ბოჭორიშვილი;
  2. „ცნობილიადამიანებისგამონათქვამებიქართულიენისშესახებ“ – I კურსისმაგისტრანტიმიხეილჯიქია;(ხელმძღვანელი – ჯ. ქართველიშვილი)
  3. „რაენაწახდეს“ – ფმდმ. ჭეიშვილი;
  4. „ანტონკათალიკოსიდასამისტილისთეორია“ – I კურსისბაკალავრიგ. ხელაძე;(ხელმძღვანელი – ნ. ფარჯანაძე)
  5. „როგორვიკითხოთტექსტები“ – ლექტორიმ. ჯოლბორდი.

 

ჩვენი  მდიდარი,  მუსიკალური,  ყოველმხრივად  შემკული,  ღვთისგან  კურთხეულ ცივილიზებული  დედაენა – ქართული  ენა  ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. იგი მაღალგანვითარებული ეროვნული ენაა, ათასნაირ ჭირგამოვლილი, გამობრძმედილი, მისი მოსპობა-განადგურების მსურველებთან შეუპოვარ ბრძოლაში გმირულად გამარჯვებული. მას განგებით განსაკუთრებული მისია აკისრია. აი, რას ბრძანებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II: „არსებობს წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაეფლობა ცოდვაში და მხოლოდ ქართველი კაცი დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და აი, ამის გამო, როგორც ჯილდო, ქართველ ერს მიეცემა ეს წყალობა ღვთისა, რომ საყოველთაო განკითხვა  ქართული  ენით  მოხდება.“

 

სამწუხაროდ, ყველა ქართველს როდი აქვს ბოლომდე გააზრებული, თუ რა ფასდაუდებელ განძს ფლობს იგი ქართული ენის სახით. ამის შედეგია ის, რომ უდიერად ვექცევით მშობლიურ ენას, ხშირად ვბღალავთ მის სიწმინდეს, ვაბინძურებთ ბარბარიზმებით, გონივრულად არ ვიყენებთ მის უმდიდრეს ლექსიკურ ფონდს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და გულისხმიერება ჰმართებს ერის მომავალს – ახალგაზრდობას. უპირველეს ყოვლისა, ისინი უნდა უფრთხილდებოდნენ თვალისჩინივით დედაენას, სათუთად  და სიყვარულით ეპყრობოდნენ მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

 

ქართველის რწმენით, ყოველი დღე ღმერთისა და დედაენისაა. მათ სადიდებლად ცალკე დღის დანიშვნა უბრალო ფორმალობაა.

 

გვიყვარდეს და თაყვანს ვსცემდეთ ჩვენს ფესვმაგარ ქართულ ენას, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეფასებით „…არის მუსიკა, მაგრამ არა  მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა, იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი.“

 

„უქმსიტყვაობა - საცდური კაცთა“ - ლექტორი ქ. ბოჭორიშვილი

„უქმსიტყვაობა – საცდური კაცთა“ – ლექტორი ქ. ბოჭორიშვილი

 

„ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქართული ენის შესახებ“ - I კურსის მაგისტრანტი მიხეილ ჯიქია; (ხელმძღვანელი - ჯ. ქართველიშვილი)

„ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქართული ენის შესახებ“ – I კურსის მაგისტრანტი მიხეილ ჯიქია; (ხელმძღვანელი – ჯ. ქართველიშვილი)

 

„რა ენა წახდეს“ - ფმდ მ. ჭეიშვილი;

„რა ენა წახდეს“ – ფმდ მ. ჭეიშვილი;

 

„ანტონ კათალიკოსი და სამი სტილის თეორია“ - I კურსის ბაკალავრი გ. ხელაძე; (ხელმძღვანელი - ნ. ფარჯანაძე)

„ანტონ კათალიკოსი და სამი სტილის თეორია“ – I კურსის ბაკალავრი გ. ხელაძე; (ხელმძღვანელი – ნ. ფარჯანაძე)

 

„როგორ ვიკითხოთ ტექსტები“ - ლექტორი მ. ჯოლბორდი

„როგორ ვიკითხოთ ტექსტები“ – ლექტორი მ. ჯოლბორდი