ახალი სასწავლო წელი

Posted On 07 Oct 2016
By :
Comment: Off

2016 წლის 14 სექტემბერს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ, სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი. პარაკლისის შემდეგ მან ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.