იადგარი ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალზე

Posted On 14 Nov 2016
By :
Comment: Off

4 ნოემბერს გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალზე შუახევის კულტურის ცენტრის ანსამბლი „შუახევი“ ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი აჭარული სიმღერებით „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ და „საცეკური“ წარსდგა. ფესტივალში ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მგალობელ-მომღერალთა გუნდები და უცხოელი ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მათ შრის გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდი “იადგარი”. ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.