მოსამზადებელი კურსები აბიტურიენტთათვის

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ფუნქციონირებს მოსამზადებელი კურსი. კვალიფიციური პედაგოგების მიერ მიმდინარეობს სწავლება აბიტურიენტთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ მისაღები გამოცდები ჩააბარონ და ისწავლონ თეოლოგიის სამაგისტრო (აკადემია), თეოლოგიის საბაკალავრო და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობი საბაკალავრო პროგრამებზე (სემინარია და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა).

 

კურსის პროგრამაშია:

  • ახალი აღთქმა (მაგისტრატურის აბიტურიენტთათვის);
  • ძველი აღთქმა (მაგისტრატურის აბიტურიენტთათვის);
  • დოგმატური ღვთისმეტყველება (მაგისტრატურის აბიტურიენტთათვის);
  • ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ბაკალავრიატის აბიტურიენტთათვის);
  • ქართული ენა;
  • ქართული ლიტერატურა;
  • საქართველოს ისტორია.

 

მოსამზადებელ კურსზე სწავლა უფასოა და იწყება 1 თებერვლიდან

 

ლექციები ტარდება სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს 14:00  – 18:05 საათებში

 

 

 

 

Related Posts