იადგარის საანგარიშო კონცერტი

Posted On 06 Jun 2017
By :
Comment: Off

2017 წლის  17 მაისს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდი ,,იადგარი” საანგარიშო კონცერტით წარსდგა პედაგოგებისა და სტუდენტების წინაშე.

კონცერტზე შესრულდა დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები, ასევე 3 ძირითადი სკოლის (გელათის, შემოქმედის და ქართლ-კახური, იგივე კარბელაანთ კილოს) საგალობლები. კონცერტის ბოლოს გუნდმა შეასრულა ოთხ ხმიანი სიმღერა, ,,ნადური” (ქობულეთური).

აკადემიის დარბაზში გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, ანსამბლ ,,იალონის” წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.

 

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდი ,,იადგარი”

 

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდი