იადგარი გრანპრის მფლობელია

Posted On 09 Jun 2017
By :
Comment: Off

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხალხური სიმღერისა და გალობის ვაჟთა გუნდ „იადგარის“ წარმატებები

 

2 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ორგანიზებული საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალაკონცერტი. საგუნდო კოლექტივების კონკურსი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით, ორ ტურად ჩატარდა. მასში, საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობა 200-ზე მეტმა საგუნდო კოლექტივმა მიიღო. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში.

კონკურსი მიმდინარეობდა შემდეგ კატეგორიებში: აკადემიური საგუნდო სიმღერა; ქართული ხალხური სიმღერა; ქართული გალობა.

კონკურსის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს საგუნდო საზოგადოება, მხარდამჭერები კი — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ფონდი „ქართული გალობა“, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნება”.

ნომინაციაში „ხალხური სიმღერა“ გრანპრი მიენიჭა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვაჟთა გუნდ „იადგარს“

 

 

 

ასევე კატეგორიაში „ქართული გალობა“ გუნდმა ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მოიპოვა.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ „იადგარი“ გრანპრით დაჯილდოვდა 2015 წელსაც.

 

 

 

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვაჟთა გუნდი „იადგარი“

 

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვაჟთა გუნდ „იადგარის“ ლოტბარი ზურა გოგოლაძე

 

კონკურში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის

გელათის სასულიერო აკადემიას გადაეცა დიპლომი

 

 

მადლობას ვუხდით ფონდ ქართულ გალობას პოსტში გამოყენებულ ფოტომასალისათვის