ახალი სასწავლო წელი

Posted On 17 Sep 2017
By :
Comment: Off

2017 წლის 14 სექტემბერს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში სწავლის დაწყების პარაკლისი შეასრულა  ამავე ტაძრის წინამძღვარმა და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ აკადემიაში მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად.

 

 

რექტორმა სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მიულოცა პირველკურსელებს აკადემიისა და სემინარიის სტუდენტობა, უსურვა  კარგი სწავლა ჩვენი სამშობლოსა და  წმინდა ეკლესიის საკეთილდღეოდ. მან ხაზი გაუსვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, უდიდეს ღვაწლს ჩვენს ქვეყანაში სასულიერო განათლების აღორძინების თვალსაზრისით. ისაუბრა ზოგადად განათლებისა და, კერძოდ, სასულიერო განათლების მნიშვნელობაზე.   დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ სტუდენტებს მოუწოდა, რომ სწავლაში მაქსიმალური პასუხისმგებლობა  და სიბეჯითე გამოიჩინონ.

საგალობლებს ასრულებდა აკადემიის ვაჟთა გუნდი „იადგარი“.

 

 

პარაკლისს ესწრებოდნენ  ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები. პარაკლისის შემდეგ გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო პროცესი დაიწყო.