დეკანოზი ირაკლი ახალაძე
დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
მსახურება:
2013 წლის ნოემბრიდან გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
2011-2013 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი (ახალი აღთქმის ლექტორი)
სატაძრო მსახურება:
2010 წელი – თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი;
2010-2011 წლები – თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დიაკონი;
2011-2013 წლები – თბილისის კარის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური;
2013 წლის ნოემბრიდან ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვარი
1993-1998 წლებში დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი;
2002-2006 წლებში დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია;
2006-2011 წლებში დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
გამოქვეყნებული შრომები:
ბასილი სელევკიელი „სიტყვაჲ ჩჩჳლთათვის ბეთლემს მოწყუედილთა“, თბ., 2010;
წმინდა კასიანე რომაელი „თხრობაჲ წესისა და განგებისა ეგჳპტისა და აღმოსავლეთისა მონასტერთა საკრებულოთასა“ („გრაგნილი“, თბ. 2012).