განცხადებები2026-05-11T07:00:24+00:00
403, 2023

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

მარტი 4, 2023|

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.  რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.  რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.   აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:  პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, [...]

609, 2022

სასწავლო წელი ტრადიციულად 14 სექტემბერს პარაკლისით დაიწყება

სექტემბერი 6, 2022|

გაცნობებთ, რომ გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს! დილის 9 საათზე ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (დვალიშვილის 17) მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღავლენს სწავლის დაწყების პარაკლისს! . .

908, 2022

2022-2023 სასწავლო წლის შიდა მისაღები გამოცდების განრიგი

აგვისტო 9, 2022|

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2022-2023 სასწავლო წლის შიდა მისაღები გამოცდების განრიგი:   2022-2023 სასწავლო წელს გელათის სასულიერო აკადემიაში (ფაკულტეტზე) თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად ყველა გამოცდა 10:00 საათზე: 1.1.  წმინდა წერილი (ზეპირი) – 31 აგვისტო; 1.2. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (ზეპირი)– 2 სექტემბერი; 1.3. საქართველოს [...]

2305, 2022

აბიტურინტთა საბუთების მიღება

მაისი 23, 2022|

23 მაისიდან გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საბუთების მიღება, რომელიც გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და განახლდება 29 აგვისტოდან 31 აგვისტოს  ჩათვლით. აბიტურიენტმა მიმღებ კომისიას უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუნეტები: თხოვნა რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე); სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დამოწმებული ნოტარიულად); [...]

404, 2022

ღირსი მარიამ მეგვიპტელის გარდაცვალებიდან 1500 წელთან დაკავშირებული კონფერენცია

აპრილი 4, 2022|

2022 წლის 5 აპრილს, სამშაბათს, 14 00 საათზე, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სააქტო დარბაზში ღირსი მარიამ მეგვიპტელის გარდაცვალებიდან 1500 წელთან დაკავშირებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია საკონფერენციო თემები და მომხსენებლები: რატომ დააწესა დედაეკლესიამ ღირსი მარიამ  მეგვიპტელის ხსენება დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს (მომხს. ნი­კო­ლოზ გვი­ლა­ვა); ღირსი მარიამ მეგვიპტელის [...]

403, 2022

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022

მარტი 4, 2022|

  2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.   დეტალური ინფორმაციისათვის გადადით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბმულზე! რეგისტრაციისას წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ადმინისტრაციას.   გისურვებთ წარმატებებს!   [youtube height="HEIGHT" [...]

2202, 2022

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

თებერვალი 22, 2022|

გაცნობებთ, რომ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აბიტურიენტთათვის მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან ჩატარდება კონსულტაციები.   ჩვენი მისამართია: ქ.ქუთაისი, დვალიშვილის ქ. №17 ტელეფონი: 568705858

3101, 2022

სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება

იანვარი 31, 2022|

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 27 იანვრის №10 ბრძანებით სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით განახლდება დისტანციურად, ზუმის (Zoom) ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. 31 იანვარს ჩანიშნული გამოცდები ადგილზე (აკადემიაში) გაიმართება.   დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შესაბამის დეკანატებს. გელათის სასულიერო აკადემიისა და [...]

2810, 2021

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მილოცვა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი)

ოქტომბერი 28, 2021|

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მილოცვა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი)   თქვენო მეუფებავ, თქვენი გზა ერისკაცობიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტობამდე აღსავსეა სამშობლოს სიყვარულითა და მეცნიერულ-სარწმუნოებრივი ღვაწლით. როგორც ილია მართალმა ბრძანა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ, რომ ,,იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა“, იგივე თამამად შეიძლება  [...]