დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია – საჯარო ლექცია
10 მაისს, სამშაბათს, 1400 საათზე გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სააქტო დარბაზში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრის გამგე, ღვთისმეტყველების დოქტორი დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია ჩაატარებს საჯარო ლექციას ასკეტიკის საკითხებზე
მისაღები გამოცდები 2016-2017 სასწავლო წლისათვის
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის საჭირო სასულიერო და სამეცნიერო კადრებისმოსამზადებლად, გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის. გელათის აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი შეიძლება გახდეს ეკლესიურად მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს. საბუთები მიიღება შემდეგ ფაკულტეტებზე [...]