2024 წლის 25 დეკემბერს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეს, ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ საღმრთო ლიტურგია აღასრულა, რომელსაც გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების დღეს!