უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ლექტორთა კონფერენცია

Posted On 27 Dec 2017
By :
Comment: Off

2017 წლის 26 დეკემბერს, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ხსენებული უმაღლესი სასწავლებლის ლექტორთა სამეცნიერო კონფერენცია.

 

 

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, დიაკონმა მიქაელ კვანტალიანმა, რომელმაც აღნიშნა უწმიდესისა და უნეტარესის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უმნიშვნელოვანესი ღვაწლი და დამსახურება  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინების მისიაში, ასევე მიმოიხილა ახალ წმიდანთა კანონიზაცია და  საქართველოში სასულიერო სასწავლებლების აღდგენა და დაარსება.

კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრების დასაწყისის შესახებ ისაუბრა ძველი აღთქმის ლექტორმა, თამაზ ბუხაიძემ.

არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსად კურთხევის შესახებ ისაუბრა ახალი აღთქმის ლექტორმა, თამაზ დევიძემ, რომელმაც მიმოიხილა მეუფე ილიას მოღვაწეობა შემოქმედისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის კათედრებზე.

ლიტურგიკის ლექტორმა ირაკლი ლორთქიფანიძემ ისაუბრა  მიტროპოლიტ ილიას კათოლიკოს-პატრიარქად  არჩევასა და  საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს  ღვაწლის შესახებ, 1990 წელს  კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საქმეში მიმოიხილა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიის კათედრის გამგემ, ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ლევან ტყეშელაშვილმა.

კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოები თავისი პირადი ფოტოარქივიდან წარმოადგინა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორის თანაშემწემ, ქართული ფილოლოგიის ლექტორმა,  ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილმა.