თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ვულოცავთ 30 წლის იუბილეს. 30 წლის წინ ათეიზმის წყვდიადით მოცულ ჩვენს ქვეყანაში ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II – ის, ლოცვა-კურთხევითა და დიდი ღვაწლით გაიხსნა და უმნიშვნელოვანესი მისია დაეკისრა. დაარსების დღიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია საღვთისმეყველო მეცნიერებათა განვითარებისა და ახალგაზრდა თაობის სულიერების ამაღლების კერაა. ვუსურვებთ მას, ღვთის წყალობითა და ღვთისმშობელი დედის მფარვალობით, სამარადჟამოდ ეღვაწოს ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.