გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია

Posted On 09 Oct 2019
By :
Comment: Off

სამშაბათს, 8 ოქტომბერს, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სააქტო დარბაზში გაიმართლა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა: ბიბლეისტიკას, ლიტურგიკას, პატრისტიკას, ეკლესიის ისტორიას, ქართულ ფილოლოგიას, საქართველოს ისტორიას. მოხსენებები წარმოადგინეს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, მღვდელმა მიქაელ კვანტალიანმა, ისტორიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგემ, პროფესორმა ლევან ტყელეშელაშვილმა, სემინარიის დეკანმა მალხაზ მურუსიძემ და სხვებმა. კონფერენციას ესწრებოდა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე. კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები დაიბეჭდება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომების V ტომში.

 

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია