14 სექტემბერს, ოთხშაბათს, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო სწავლა.

 

 

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, პარაკლისი აღავლინა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა   იოანე გამრეკელმა. მეუფე იოანემ სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, ისაუბრა სწავლა -განათლების აუცილებლობაზე.