23 სექტემბერს, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდობათა დარბაზში გაიმართა ლექცია თემაზე:

ქართული თარგმანები ძველი აღთქმის ტექსტის ისტორიის კონტექსტში

ლექცია წაიკითხა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ბიბლიის ფილოლოგია“ ხელმძღვანელმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა

ანა ხარანაულმა