
21 მარტს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში ბიბლეისტიკისა და ლიტურგიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა მორიგი კონფერენცია. მომხსენებლებმა თემები წარმოადგინეს ახალი აღქმიდან, ძველი აღთქმიდან, ლიტურგიკიდან და სამოძღვრო ღვთისმეტყველებიდან.
კონფერენციას დაესწრო მაღალაყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. თოთოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მომხსენებლებმა ამომწურავად გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვებს და გაითვალისწინეს მათთვის მიცემული რჩევები.
