სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

Posted On 24 Jun 2025
By :
Comment: Off

23 ივნისს, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მიმდინარე სასწავლო წლის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

დაცვას დაესწრო გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ქუთათელ – გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

კომისიის წინაშე წარდგენილი იყო შემდეგი ნაშრომები:

 

სტუდენტის გვარი სახელი: შველიძე იური (მღვდელ-მონაზონი ილარიონი);

ხელმღვანელი: დეკანოზი ზოსიმე ბუხაიძე;

ოპონენტი: დავით იობიძე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი.

სამაგისტრო ნაშრომის სათაური: „სევერიანე გაბალოვნელის ,,ექვსთა დღეთათვის“ ჰომილიების ძველი ქართული თარგმანი“.

 

სტუდენტის გვარი სახელი: კეპულაძე იოსები;

ხელმღვანელი: ნიკოლოზ გვილავა;

ოპონენტი: თამაზ დრვიძე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი.

სამაგისტრო ნაშრომის სათაური: „წმინდა პავლე მოციქული ათენში და მისი ქადაგება არეოპაგში ისტორიული, ეგზეგეტიკური და საღვთისმეტყველო ანალიზი“.

 

სტუდენტის გვარი სახელი: რევიშვილი გიორგი;

ხელმღვანელი:  აკაკი გოლეთიანი;

ოპონენტი: დეკანოზი ზოსიმე ბუხაიძე;

სამაგისტრო ნაშრომის სათაური: „აპოკალიფსის კანონიკურობა და მისი ავტორობა“.

 

სტუდენტის გვარი სახელი: რუხაძე გიორგი;

ხელმღვანელი:  ლევან ტყეშელაშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი;

ოპონენტი: მალხაზ მურუსიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი;

სამაგისტრო ნაშრომის სათაური: „კათალიკოს ანტონ პირველის (ბაგრატიონი) მოღვაწეობა და სამეცნიერო მემკვიდრეობა“.

 

სტუდენტის გვარი სახელი: კარტოზია ილია;

ხელმღვანელი:  გივი ლომიძე;

ოპონენტი: დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი;

სამაგისტრო ნაშრომის სათაური: „წმინდა იუსტინე დიდის ცხოვრება და კანონიკური მემკვიდრეობა“.

 

სტუდენტის გვარი სახელი: მესხი თენგიზი;

ხელმღვანელი:  დეკანოზი ნიკოლოზ კაცაძე;

ოპონენტი: დეკანოზი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი;

სამაგისტრო ნაშრომის სათაური: „იობის წიგნის ეგზეგეტიკა და პიროვნების თეოლოგიური ანალიზი“.

 

დაცვაზე წარდგენილმა ყველა ნაშრომმა მიიღო დადებითი შეფასება.

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორ – მასწავლებლები და ადმინისტრაცია ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მაგისტრანტებს.