Previous Story
,,გიორგი სააკაძის ფენომენი“
Posted On 28 Nov 2025
Comment: Off
2025 წლის 27 ნოემბერს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით ჩატარდა თეოლოგიის დოქტორის, პოეტ ვაჟა ოთარაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: ,,გიორგი სააკაძის ფენომენი“, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები.








