წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
▪️2026 წლის 4 თებერვალს 14 საათზე გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლის იუბილეს.

▪️მისალმება:
▫️ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)
▫️გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე
▫️აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე
🟨 კონფერენციის მონაწილენი:
1. მერაბ კეზევაძე – ისტორიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი – საეკლესიო მშენებლობა იმერეთის ეპარქიაში გაბრიელ ეპისკოპოსის მმართველობისას (1860-1896 წწ.)
2. შალვა კირთაძე – ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი, იმერი ბასილაძე – პედაგოგიკის დოქტორი, პროფესორი (აწსუ) – სრული განათლების კონცეფცია წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის პედაგოგიკურ ნააზრევში
3. ლევან ტყეშელაშვილი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი – სქემმონაზონ ბესარიონის წერილები ძმას, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს, ათონის მთიდან (სულიერ-ზნეობრივი ანალიზი)
4. ირაკლი ლორთქიფანიძე – ისტორიის დოქტორი, პროფესორი – იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამაარსებელი
5. ვლადიმერ წვერავა – ისტორიის დოქტორი, პროფესორი (აწსუ) – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მისიონერი აფხაზეთში
6. ლაშა დეისაძე-შარვაშიძე – ისტორიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი (აწსუ) – ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის მცხეთის სასულიერო სემინარიის დაარსება







