14 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიმდებარედ არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი შეასრულა. ღვთისმსახურებას აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებსაც მღვდელმთავარმა სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
