პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

Posted On 11 Jun 2016
By :
Comment: Off

ორშაბათს, 13 ივნისს, 12 საათზე,

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის

სააქტო დარბაზში ჩატარდება პროფესორ-მასწავლებელთა

სამეცნიერო კონფერენცია

მომხსენებლები:

1. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, ლიტურგიკის ლექტორი, დიაკონი მიქაელ კვანტალიანი – დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდისა და ყველიერის შვიდეულის ტიპიკონური მიმოხილვა;
2. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიის კათედრის გამგე, ეკლესიის ისტორიის ლექტორი, ლევან ტყეშელაშვილი – აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათალიკოსი იოსებ ბაგრატიონი;
3. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის ლექტორი,
ირაკლი ლორთქიფანიძე – კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების წესი XVII საუკუნის ქართული ხელნაწერის მიხედვით;
4. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბერძნული ენის ლექტორი, გელა ტარიელაშვილი – ღირსი მაქსიმე აღმსარებლის განმარტებანი სულის შესახებ;
5. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის (ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის) ფაკულტეტის დეკანი, პედაგოგიკის ლექტორი, ლალი (ბარბარე) აბდალაძე – საეკლესიო სამრევლო სკოლები გურია-სამეგრელოში XIX საუკუნის პირველ ნახევარში;
6. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის (ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის) ფაკულტეტის ლექტორი, ნინო სარავა – საეკლესიო ნაქარგობის იკონოგრაფიის შესახებ;
7. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოგმატიკისა და პატრისტიკის კათედრის გამგე, დოგმატური ღვთისმეტყველების ლექტორი, ნიკოლოზ გვილავა – წმინდა იუდა მოციქულის კათოლიკე ეპისტოლეს ავტორის შესახებ.