გასვლითი ლექცია დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმში

2018 წლის 28 თებერვალს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის მე–2 კურსის სტუდენტებს ჰქონდათ გასვლითი ლექცია ქართულ ლიტერატურაში (პედაგოგი მაია ჯოლბორდი) ზედა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმში.

 

 

ისინი უფრო ღრმად გაეცნენ ქართველი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაიხსენეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები,ისაუბრეს მწერლის დამსახურებასა და ღვაწლზე სამშობლოს წინაშე.  შემდეგ სტუდენტებმა მოილოცეს ზედა სიმონეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ქვედა სიმონეთის წმინდა კონსტანტინე კახის სახელობის დედათა მონასტერი.