გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის განცხადება!

Posted On 05 Jun 2018
By :
Comment: Off

 

გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს აბიტურიენტთა  მიღებას 2018-2019  სასწავლო წლისათვის.

გელათის აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი შეიძლება გახდეს ეკლესიურად მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს.

საბუთები მიიღება შემდეგ ფაკულტეტებზე და კურსებზე:

  1. გელათის სასულიერო სემინარია – ბაკალავრიატი;
  2. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა – ბაკალავრიატი;
  3. გელათის სასულიერო აკადემია – მაგისტრატურა;
  4. გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული მედავითნეობის კურსები.

 

გელათის სასულიერო აკადემიაში (ფაკულტეტზე) – მაგისტრატურაში შემსვლელთათვის

გელათის სასულიერო აკადემიაში (ფაკულტეტზე) – მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან უმაღლესი საერო განათლების მქონე და სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მამაკაცები. აბიტურიენტი უნდა ერკვეოდეს ლიტურგიის საკითხებში და გამართულად კითხულობდეს ხუცურს. სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი.

შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

  1. წმინდა წერილი (ზეპირი) – 2018 წლის 3 სექტემბერი;
  2. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (ზეპირი) – 2018 წლის 5 სექტემბერი;
  3. საქართველოს ისტორია (ზეპირი) 2018 წლის 7 სექტემბერი;
  4. უცხო ენა (გასაუბრება) – 2018 წლის 10 სექტემბერი;.
  5. ქართული ენა და ლიტერატურა (ტესტირება) – 2018 წლის 12 სექტემბერი;

 

 

 

მიმღები კომისია იმუშავებს  №4  ოთახში

 

 

გელათის სასულიერო სემინარიასა და ქრისტიანული  ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე- ბაკალავრიატში

შემსვლელთათვის

გელათის სასულიერო სემინარიასა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე სწავლის ხანგრძლივობაა 4 წელი.

შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა (ეროვნული გამოცდების შედეგებით);
  2. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო)(ზეპირი) – 2018 წლის 5 სექტემბერი;
  3. საქართველოს ისტორია (ზეპირი) – 2018 წლის 7 სექტემბერი;
  4. უცხო ენა (ტესტირება) – 2018 წლის 10 სექტემბერი;

შენიშვნა: გელათის სასულიერო სემინარიაში-ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან მხოლოდ მამაკაცები. სავალდებულოა ხუცურის გამართულად კითხვა.

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ფუნქციონირებს ერთწლიანი მედავითნეობის კურსი.

მედავითნეობის კურსზე მიიღებინ საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე პირები. სავალდებულოა ხუცურის გამართულად კითხვა. ჩარიცხვა მოხდება გასაუბრებით. სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი.

აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. თხოვნა რექტორის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია;
  3. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის: ბაკალავრიატისთვის – ატესტატის, ხოლო მაგისტრატურისთვის დიპლომის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  5. ფოტოსურათი ¾ (4 ცალი) ელექტრონული ვერსიით (CD);
  6. მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია (მოძღვრის მსახურების ადგილისა და ტელეფონის მითითებით), დამოწმებული შესაბამისი ეკლესიის ბეჭდით.
  7. პირადობის მოწმობის დედანი და ქსეროასლი.

შენიშვნა: აკადემიასა და სემინარიაში შემსვლელთათვის მოძღვრის  დახასიათება-რეკომენდაცია დამოწმებული უნდა იყოს მღვდელმთავრის რეზოლუციით;

 

საბუთები მიიღება 2018 წლის 28 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით, 24 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით. სამუშაო დღეებში – 10 .00 – დან   15. 00 საათამდე, გარდა სადღესასწაულო და დასვენების დღეებისა.

აბიტურიენტებთან გამოცდებამდე საინფორმაციო ხასიათის გასაუბრება შედგება 31 აგვისტოს 12.00 საათზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მისაღები გამოცდების საბუთების მიმღებ კომისიას.

About the Author