სოფელ ლაშეს საჯარო სკოლის ასი წლის იუბილე

11 იქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში საზეიმოდ აღინიშნა საჯარო სკოლის ასი წლის იუბილე. შეკრებილი საზოგადოება დიდად გაახარა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ –  დღესასწაულთან დაკავშირებით სკოლას დაუბრუნდა წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელი!

 

 

საუკუნის უკან სკოლის აშენების ინიციატორი სწორედ წმინდა მღვდელმოწამე სიმონი გახლდათ. მან, ივანე აბაშიძის, არტევან კვინიკაძისა და სხვათა დახმარებით, წარმატებით დაასრულა წამოწყებული საქმე.

 

 

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის შთამომავლობა, მათგან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა დამანა მელიქიშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ახალმოწამეთა განსაკუთრებული ღვაწლი დედაეკლესიის წინაშე. სტუმრებმა სკოლის ბიბლიოთეკას უამრავი ახალი წიგნი გადასცეს, რაც განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

 

 

იუბილეზე მიწვეული იყვნენ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები.

 

 

About the Author