ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა 2019

Posted On 06 Mar 2019
By :
Comment: Off

მიმდინარე წლის 21-28 თებერვალს წარიმართა „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა 2019“-ის მუშაობა. პროექტი განხოციელდა „თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის“ ორგანიზებითა და „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა“ და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის წესით შერჩეულ სკოლის მონაწილეთა შორის მოხვდნენ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლები: თამაზ დევიძე და დავით იობიძე. ისინი, როგორც გამორჩეულ ნაშრომთა ავტორები, გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის, სახელობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.

ზამთრის ქართველოლოგიურ სკოლას“ არსებობის ხუთწლიანი ტრადიცია აქვს. 2018 წელს პროექტმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში პირველად მონაწილეობდნენ უცხოელი ლექტორები და სტუდენტები.