პოეზიის საღამო

Posted On 12 Apr 2019
By :
Comment: Off

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ორგანიზებული ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.

ქართული ენისა და ქართული ანბანის ღირსებებზე მსოფლიო  მეცნიერთა შეხედულებების შესახებ  ისაუბრა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ ჯონდი ქართველიშვილმა.

აუდიტორიის წინაშე საკუთარი ლექსებით წარდგნენ: დიაკონი მაქსიმე ჩხეიძე, პედაგოგები თამაზ დევიძე, მაია ჯოლბორდი, ქეთევან–ბაია ბოჭორიშვილი, ექიმი ირინე მურუსიძე, თეოლოგიის ბაკალავრი გოდერძი ფუტკარაძე, თავისუფალი მსმენელი პაატა ქურციკიძე, მოსამზადებელი კურსის მსმენელები თეიმურაზ ჟორჟოლიანი და ბექა გლუნჩაძე.