ქრისტიანობა და აღორძინების ხანის დასავლეთ ევროპული ლიტერატურა და კულტურა

Posted On 18 Apr 2019
By :
Comment: Off

17 აპრილს, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ მეცნიერებათა  დოქტორის, ასოცირებული პროფესორის ნანა გუბელაძის საჯარო ლექცია:

ქრისტიანობა და აღორძინების ხანის დასავლეთ ევროპული ლიტერატურა და კულტურა.

ქალბატონ ნანას ფილოლოგიის დარგში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას გამოქვეყნებული აქვს ათობით სტატია, მონოგრაფია და სახელმძღვანელო. აგრეთვე  მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.