განცხადება საბუთების მიღებისა და შიდა მისაღები გამოცდების შესახებ

Posted On 16 May 2019
By :
Comment: Off

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  2019  წლის მისაღები გამოცდებისათვის საბუთების მიღებისა შესახებ გაცნობებთ, რომ

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო დაწესებულების-საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2019 წლის მისაღებ შიდა გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება ხორციელდება 2019 წლის 20 მაისიდან 28 ივნისის ჩათვლით. 2019 წლის  29 ივნისიდან  25 აგვისტოს ჩათვლით შეჩერდება და განახლდება  2019 წლის 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით.

 

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2019-2020 სასწავლო წლის  მისაღები, შიდა  საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების შესახებ გაცნობებთ, რომ

  

  1. 2019-2020 სასწავლო წელს გელათის სასულიერო აკადემიაში (ფაკულტეტზე) თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად, შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

1.1.  წმინდა წერილი (ზეპირი) – 2019 წლის 2 სექტემბერი;

1.2. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (ზეპირი)–2019 წლის 4 სექტემბერი;

1.3. საქართველოს ისტორია – 2019 წლის 6 სექტემბერი;

1.4. უცხო ენა – 2019 წლის 9 სექტემბერი;

1.5. ქართული ენა და ლიტერატურა – 2019 წლის 11 სექტემბერი.

 

  1. 2019-2020 სასწავლო წელს გელათის სასულიერო სემინარიაში (ფაკულტეტზე) თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად, შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

2.1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (ზეპირი) – 2019 წლის 4 სექტემბერი;

2.2. საქართველოს ისტორია – 2019 წლის 6 სექტემბერი;

2.3. უცხო ენა – 2019 წლის 9 სექტემბერი;

 

  1. 2019-2020 სასწავლო წელს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად, შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

3.1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (ზეპირი)–2019 წლის 4 სექტემბერი;

3.2. საქართველოს ისტორია – 2019 წლის 6 სექტემბერი;

3.3. უცხო ენა – 2019 წლის 9 სექტემბერი;