ახალი ხელდასხმა

Posted On 02 Sep 2019
By :
Comment: Off

2019 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის სიონში (ბაგრატის საკათედრო ტაძარი) წირვა აღავლინა ქუთაის–გაენათის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი). წირვაზე მიტროპოლიტმა იოანემ მღვდლად დაასხა ხელი გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორს, დიაკონ მიქაელ კვანტალიანს და მღვდელმსახურად დაადგინა ქუთაისის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის  ხარების სახელობის ტაძარში.

გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს მამა მიქაელს სამღვდელო ხარისხში აყვანას და უსურვებს ღვთივსათნო მოღვაწეობას.