ახალი სემესტრი ახალ შენობაში

Posted On 05 Feb 2020
By :
Comment: Off

2020 წლის 3 თებერვალს გელათის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2019-2020 სასწავლო წლის II  სემესტრი ახალ შენობაში დაიწყო. შენობა მდებარეობს მ. დვალიშვილის ქუჩაზე, №17-ში. სწავლის დაწყებამდე შენობა აკურთხა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ, აკადემიაში მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად.

 

 

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი).  პარაკლისს  ესწრებოდნენ  გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლები და სტუდენტები.