სასწავლო პროცესი აუდიტორიებს დაუბრუნდა

Posted On 22 Mar 2021
By :
Comment: Off

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარე სასწავლო წელს ლექციები ტარდებოდა ონლაინ რეჟიმში.

დღეს სასწავლო პროცესმა გადაინაცვლა აუდიტორიებში. ამასთან დაკავშირებით ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი და  დალოცა სტუდენტები და პედაგოგები, უსურვა მათ ჯანმრთელობა, წარმატებები სწავლასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.