გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელ-მომღერალთა გუნდ „იადგარის“ კონცერტი

Posted On 21 Dec 2022
By :
Comment: Off

2022 წლის 20 დეკემბერს, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მგალობელ-მომღერალთა გუნდ „იადგარის“კონცერტი, რომელიც  მიეძღვნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის დაბადებიდან 90-ე და პატრიარქად აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღებს.

 

 

საქართველოს კათოლიკო-პატრიარქ ილია მეორის დამოკიდებულება განსაკუთრებულია ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობისადმი, ის არაერთი ორიგინალური საგალობლისა და კომპოზიციის ავტორია.

ანსამბლის მიერ შესრულდა ქართული ტრადიციული საგალობლები და ხალხურის სიმღერების უნიკალური ნიმუშები.

დღესდღეობით ანსამბლი „იადგარი“ აქტიურად აგრძელებს ქართული ტრადიციული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შესწავლას, აცოცხლებს ძველ მივიწყებულ სიმღერებს და ცდილობს ქართული საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების აღდგენასა და ტაძარში ღვთისმსახურებაზე შესრულებას.