2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

Posted On 04 Mar 2023
By :
Comment: Off
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. 
რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.
 
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: 
  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური  პირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

 

სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანცელარიას ქალაქ ქუთაისში, დვალიშვილის 17-ში, ასევე იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე

 

გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს