საღმრთო ლიტურგია გელათის მონასტერში

Posted On 24 May 2023
By :
Comment: Off

 

წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, 23 მაისს, გელათის მონასტერში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, გელათის აკადემიისა და სემინარიის ლექტრ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მონაწილეობით აღესრულა საღმრთო ლიტურგია.

საღვთისმსახურო საგალობლები შეასრულა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელობელთა გუნდმა, „იადგარმა“.

 

 

ლიტურგიის ბოლოს ქადაგება წარმოთქვა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ. მან ისაუბრა წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის, ღვაწლსა და დამსახურებაზე  საქართველოს ეკლესიის წინაშე; ასევე ისაუბრა ერთობლივი ღვთისმსახურების მნიშვნებობაზე, ქრისტესმიერი სიყვარულის ძალასა და მადლზე.