გელათის აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო სასწავლო პროცესი

Posted On 14 Sep 2023
By :
Comment: Off

 

 

2023 წლის 14 სექტემბერს, ტრადიციულად, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  დაიწყო სასწავლო პროცესი. 14 სექტემბერს, მართლმადიდებელი  ეკლესია ინდიქტიონს, ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. სწავლის დაწყების თარიღსაც სწორედ ეს განაპირობებს.

ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ- გაენათელმა  მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ მარადიულ ღირებულებებზე, რომელიც ყველა ქრისტიანისათვის აუცილებელია, ისაუბრა იმაზე, რომ საფუძველთა საფუძველი ყოფიერებისა  ღვთის სიტყვაა და საჭიროა მისი სიღრმისეულად შესწავლა, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ჩაუღრმავდეს უფლის მოწოდებას და ცხოვრების საზრისად სასუფელის ძიება დაისახოს.

მეუფემ  დალოცა აკადემია- სემინარიის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, უსურვა ნაყოფიერი შემოქმედებითი წელიწადი, სულიერი და ინტელექტუალური წინსვლა და ღვთის სათნოდ ცხოვრება.