აბიტურიენტთათვის

Posted On 27 Feb 2024
By :
Comment: Off

აბიტურიენტთათვის

▫️გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია აბიტურიენტებს სთავაზობს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს და ანიჭებს მათ შესაბამის კვალიფიკაციას. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო დიპლომი. მიმდინარე ეტაპზე აკადემია ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
• თეოლოგია (ბაკალავრიატი)
• ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა (ბაკალავრიატი)
• თეოლოგია (მაგისტრატურა)
▪️️გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საფუძვლიანი უმაღლესი განათლება, რაც მათი პროფესიული წინსვლის წინაპირობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
➡️საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე სხვა კურსებზე სწავლა უ ფ ა ს ო ა
🏠 სტუდენტებისთვის სასწავლებელს აქვს კეთილმოწყობილი უ ფ ა ს ო საცხოვრებელი (პანსიონი).
✅️თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: თეოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის ხანგრძლივობა 4 აკადემიური წელი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
✅️ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნე)
პროგრამის ხანგრძლივობა 4 აკადემიური წელი (სწავლობენ ვაჟები და გოგონები).
✅️თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: თეოლოგიის მაგისტრი
პროგრამის ხანგრძლივობა 3 აკადემიური წელი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
▪️კონტაქტი:
მისამართი: საქართველო, ქ. ქუთაისი, დვალიშვილის ქუჩა 17
ოფიციალური საიტი: gelati.edu.ge
568 76 76 91
568 74 74 21
.