Previous Story
ქართული გალობის საღამო
Posted On 07 Feb 2025
Comment: Off
2025 წლის 6 თებერვალს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ქართული გალობის საღამო გაიმართა.
ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებულმა მგალობელ მამათა გუნდმა შეასრულა ძველი ქართული საეკლესიო საგალობლები.
მგალობელ მამათა გუნდი დალოცა და წარმატებები უსურვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი).
საეკლესიო გალობის აღორძინებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ.
ქართული გალობის აღორძინების საქმეში იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) ღვაწლზე ისაუბრა პროფესორმა ლევან ტყეშელაშვილმა.
გუნდის რეგენტმა ისაუბრა ქართული საეკლესიო გალობის აღორძინებასა და ახლად შექმნილი გუნდის სამომავლო გეგმებზე.