ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ყოველწლიური კონფერენცია – გამოფენა და გოგონათა გუნდის კონცერტი
გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2025 წლის 27 მაისს გაიმართა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიური კონფერენცია და „საგაზაფხულო გამოფენა 2025“ მოხსენებები წაიკითხეს :
- თამარ ღაჭავამ – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა
„სტილის ზოგიერთი თავუსებურებანი ფელექს ვარლამიშვილის (ვარლას) შემოქმედებაში“.
ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნე ზურაბ თოდუა
- შორენა ტარასოვა – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა
„შემეცნების თეორია(მხატვრული შემეცნება)“
ხელმძღვანელი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჩიტეიშვილი
- მართა ბარდაველიძემ – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა
„თამარის ხანის ხუროთმოძღვრება ( ბეთანია, ყინწვისი, ფიტარეთი, ტიმოთესუბანი, წუღრუღაშენი, ქვათახევი)“
ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი იზა თვალაბეიშვილი
დასასრულს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის გოგონათა გუნდის მონაწილეობით გაიმართა ქართული საეკლესიო საგალობლების კონცერტი, რეგენტი შიო მუშკუდიანი. კონცერტს დაესწრო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ქუთათელ – გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). გუნდი რამოდენიმე თვე არსებობს და მოკლე ვადის პირობებში მაღალი შეფასება მიიღო.