ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ყოველწლიური კონფერენცია – გამოფენა და გოგონათა გუნდის კონცერტი

Posted On 28 May 2025
By :
Comment: Off

 

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2025  წლის 27 მაისს  გაიმართა  ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიური კონფერენცია და „საგაზაფხულო გამოფენა  2025“ მოხსენებები წაიკითხეს :

  1. თამარ ღაჭავამ – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა

„სტილის ზოგიერთი  თავუსებურებანი   ფელექს ვარლამიშვილის (ვარლას) შემოქმედებაში“.

ხელმძღვანელი  ხელოვნებათმცოდნე  ზურაბ  თოდუა

  1. შორენა ტარასოვა – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის  II კურსის სტუდენტმა

„შემეცნების თეორია(მხატვრული შემეცნება)“

ხელმძღვანელი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჩიტეიშვილი

  1. მართა ბარდაველიძემ – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის III  კურსის სტუდენტმა

„თამარის ხანის ხუროთმოძღვრება ( ბეთანია, ყინწვისი, ფიტარეთი, ტიმოთესუბანი, წუღრუღაშენი, ქვათახევი)“

ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი იზა თვალაბეიშვილი

დასასრულს  ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის  გოგონათა გუნდის მონაწილეობით გაიმართა  ქართული  საეკლესიო საგალობლების კონცერტი, რეგენტი შიო მუშკუდიანი. კონცერტს დაესწრო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ქუთათელ – გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). გუნდი რამოდენიმე თვე არსებობს და მოკლე ვადის პირობებში მაღალი შეფასება მიიღო.