ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის კონფერენცია
ორშაბათს, 14 ნოემბერს, 14 საათზე, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ორგანიზებული
სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია.
პროგრამა:
„რატომ ჰყოფ შენს თავს მწყემსად, როდესაც ცხვარი ხარ?“ ( გუარამ მამფალის კადნიერება ჯავახეთის კრებაზედა „დიდი სჯულისკანონი.“) ( II კურსის ბაკალავრი (სემინარია) გიგა ბიბიჩაძე, ხელმძღვანელი ქ. ბოჭორიშვილი);
„ექვთიმე ათონელი და „დიდი სჯულისკანონი.“ (II კურსის ბაკალავრი (სემინარია) გურამ გუტიძე, ხელმძღვანელი ნატალია ფარჯანაძე);
„აშოტ კურაპალატისა და ადარნერსე მეფის ოჯახური პრობლემები „დიდი სჯულისკანონის“ შუქზე.“ ( I კურსის მაგისტრანტი მათე ჯღარკავა, ხელმძღვანელი ჯ. ქართველიშვილი);
“წმიდა ზენონის ახოვანების საკითხისათვის „დიდი სჯულისკანონის“ სწავლების თანახმად „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.“ (ნინო მეშველიანი (III კურსის ბაკალავრი (ქრისტ. ხელ. ფაკ), ხელმძღვანელი ფმდ რ. დევდარიანი).