პროკლე დიადოხოსის კავშირნი ღმრთისმეტყველებისანის იოანე პეტრიწის თარგმანი და განმარტება
გასული წლის მოვლენებს შორის მნიშვნელოვანია პროკლე დიადოხოსის კავშირნი ღმრთისმეტყველებისანის იოანე პეტრიწის თარგმანისა და განმარტების ახალი გამოცემა.
ბერძნული ავთენტური ტექსტის დადგენისათვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი რუსთაველის ფონდმა დააფინანსა და წარმოადგენს სამტომეულს, რომელიც შეიცავს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ XIII საუკუნის H-1337 ხელნაწერის ფაქსიმილურ და დიპლომატიურ და ასევე ამ ხელნაწერის 1248 წელს სიმეონ პღინძაჰანქელის (პღინძაჰანეცის) მიერ ქართულიდან სომხურ ენაზე შესრულებულ თარგამნის სამ ტომს.
I ტომი. ხელნაწერი H-1337 ფაქსიმილური გამოცემა. რედაქტორ-გამომცემელი დამანა მელიქიშვილი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
II ტომი. ხელნაწერი H-1337 დიპლომატური გამოცემა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს დამანა მელიქიშვილმა, ნათია მიროტაძემ; რედაქტორ-გამომცემელი დამანა მელიქიშვილი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
III ტომი. ხელნაწერი H-1337 სომხური თარგმანი. რედაქტორ-გამომცემელი მაია რაფავა, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
უღრმესი მადლობა ქ–ნ დამანა მელიქიშვილსა და ქ–ნ მაია რაფავას, რომლებმაც უნიკალური სამტომეული საჩუქრად გადმოსცეს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიოთეკას.