პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია
9 ოქტომბერს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია თემატურად მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შემდეგ დისციპლინებს: ბიბლეისტიკა, ლიტურგიკა, პატრისტიკა, ეკლესიის ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ენათმეცნიერება. მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომების IV ტომში.
კონფერენციის პროგრამა
1. დიაკონი მიქაელ კვანტალიანი – „წირვაში წმინდა ოდიკის გაშლის ტიპიკონი“
2. გელა ტარიელაშვილი – „ზოგიერთი თავისებური ფორმისათვის ერთი გელათური ხელნაწერის მიხედვით“
3. ლევან ტყეშელაშვილი – „დავით აღმაშენებლის წმინდანად შერაცხვის საკითხი“
4. თამაზ დევიძე – „მარკოზის სახარების ათონური რედაქციის კესარიული იკითხვისები“
5. ირაკლი ლორთქიფანიძე – „ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონის ღვაწლი ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში (1917 წ.)“
6. დავით იობიძე – „ტრიადოლოგიური და ქრისტოლოგიური ტერმინები წმინდა მაქსიმე აღმსარებლის XIII პოლემიკური თხზულების („Οροι διαφοροι“ – „საზღვარნი თითოსახენი“) მიხედვით“
7. ნატალია ფარჯანაძე – „ტერმინ „ძლისპირის“ მნიშვნელობისთვის“
8. რომანოზ ფურცხვანიძე – „მონოთელიტური დავები და ამ ერესთან მებრძოლი მამები“