Previous Story
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები
Posted On 13 Feb 2019
Comment: Off
გუშინ, 12 თებერვალს, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები”.
საჯარო ლექციის წინ საპატიო სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმა გელათის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე.
ლექციის დასასრულს პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა და წარმატებები უსურვა გელათის სასულიერო აკადემიის პედაგოგებსა და სტუდენტებს.