დაიწყო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია
გაცნობებთ, რომ დაიწყო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, თეოლოგიის (სემინარია) და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამებზე, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდას აბარებენ მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია 12 მარტიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად, ეტაპზე შეეძლებათ. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.
გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ერთიან ეროვნულ გამოცდასთან ერთად, სტუდენტები შიდა გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ირიცხებიან.
უშუალოდ გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბუთების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის
20 მაისიდან – 28 ივნისამდე;
და
26-აგვისტოდან -30 აგვისტოს ჩათვლით.
მისაღები გამოცდები ჩატარდება მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან -11 სექტემბერის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საბუთების მიმღებ კომისისას.