გელათის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კონფერენცია

Posted On 25 Sep 2019
By :
Comment: Off

22-23 სექტემბერს, გელათის მონასტერში, გელათის აკადემიის ისტორიულ შენობაში გაიმართა გელათის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება, თუმცა წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იყო – აკადემიკოსებთან ერთად მოხსნებები წაიკითხეს გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიური ფილოლოგიის სპეციალობის დოქტორანტებმა და მაგისტრებმა.

 

კონფერენცია გახსნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებია მმართველმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ. კონფერენციას ესწრებოდა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი დეკანოზი ირაკლი ახალაძე, სასწავლებლების ლექტორები და სტუდენტები.

 

კონფერენციაზე წარმოდგნელი მოხსენებები თემატურად მრავალფეროვანი იყო და არაერთ დარგს მოიცავდა. წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში.

 

 

 

გელათის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კონფერენცია

გელათის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კონფერენცია