Previous Story
ახალი სემესტრი ახალ შენობაში
Posted On 05 Feb 2020
Comment: Off
2020 წლის 3 თებერვალს გელათის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრი ახალ შენობაში დაიწყო. შენობა მდებარეობს მ. დვალიშვილის ქუჩაზე, №17-ში. სწავლის დაწყებამდე შენობა აკურთხა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ, აკადემიაში მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად.
წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი). პარაკლისს ესწრებოდნენ გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლები და სტუდენტები.