აკადემიაში დისტანციური სწავლება ფეისბუკის მეშვეობით განხორციელდება
გაცნობებთ, რომ გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დისტანციური სწავლება ფეისბუკის მეშვეობით განხორციელდება.
როგორც მოსალოდნელი იყო ფეისბუკი აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შორის ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელი აღმოჩნდა, რომლის მოხმარებაც არ საჭიროებს დამატებითი უნარ-ჩვევების შეძენას. ამასთანავე მობილური ტელეფონი ყველაზე გავრცელებული მოწყობილობაა.
აქედან გამომდინარე, მიმდინარე პირობებში, როდესაც მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების სწრაფი ორგანიზება და მასში პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობა, გადაწყდა ამისათვის ფეისბუკის ქსელის გამოყენება.
გელათის აკადემიისა და სემინარიის ფეისბუკ გვერდზე, მესენჯერში, შეიქმნება კურსების შესაბამისი ჯგუფები რომლებშიც გაწევრიანებული იქნებიან სტუდენტები და ჯგუფთან დაკავშირებული პროფესორ-მასწავლებლები და დეკანატის წარმომადგენლები.
დამატებითი ინფორმაციისათვის ფეისბუკის მეშვეობით მიმართეთ
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.