სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის ვადა სემესტრის ბოლომდე გაგრძელდა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის
გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის
ბრძანება №35
ქუთაისი 22 აპრილი, 2020 წ.
გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის ვადის გაგრძელების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205 დადგენილების საფუძველზე და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 2020 წლის 6 მარტის №27, 2020 წლის 12 მარტის №29 და 2020 წლის 31 მარტის №30 ბრძანებების გათვალისწინებით და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წესდების მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- COVID-19-ის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205 დადგენილების საფუზველზე და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის 2020 წლის 6 მარტის №27, 2020 წლის 12 მარტის №29 და 2020 წლის 31 მარტის №30 ბრძანებების გათვალისწინებით, გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დისტანციური სწავლების რეჟიმში სასწავლო პროცესის ვადა გაგრძელდეს 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის დასრულებამდე.
- ყველა დასაქმებულმა პირმა დაკისრებული მოვალეობების განხორციელება განაგრძოს დისტანციური მუშაობის რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია მათი საქმიანობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით.
- წინამდებარე ბრძანების გათვალიწინებით, სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარმართვის ხელშეწყობა უზრუნველყოს როგორც, სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, ასევე ფაკულტეტის დეკანატებმა და კათედრებმა.
- დისტანციურად სწავლის წარმართვის პერიოდში სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
- ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორს მღვდელ მიქაელ (თენგიზ) კვანტალიანს.
- ბრძანება განთავსდეს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვებგვერდზე.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
- ბრძანება შესაძლოა გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი: დეკანოზი ირაკლი ახალაძე
ხელმოწერილია/შტამპდასმულია